„ვისაც მართლა გაინტრესებთ, რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში”

0
280

ია ანთაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ვისაც მართლა გაინტრესებთ, რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში, მინდა, ახალი ამბების მომზადების “სამზარეულოში” შეგახედოთ. პირველ რიგში კი იმას ვიტყვი, რომ “მოამბე” ერთადერთი გადაცემაა, რომლის მართვაშიც ახალი და ძველი მენეჯმენტი ერთად მონაწილეობს. ეს არის ჩვენი პირველი ერთობლივი პროდუქტი.

ნიუსრუმში ყოველდღე ორი თათბირი იმართება: 11.00-ზე და 16.00-ზე. ორივე თათბირზე იგეგმება მიმდინარე და მომავალი დღის ყველა თემა, მათი თანმიმდევრობა, მათი აქცენტები. ამ თათბირებში აუცილებლად მონაწილეობს დაახლოებით 20 ადამიანი: სუპერდესკი (მართვის ზედა რგოლი), დამგეგმავები და რადარები, მიმართულებების და გამომშვები პროდიუსერები, ანალიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები.

ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ნათელია, რომ ამაზე მეტი გამჭვირვალება და სწორი/დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების გარანტი არ არსებობს.

ახალი სეზონიდან დაგეგმვის თათბირებს შემოუერდებიან პოლიტიკური გადაცემების პროდიუსერებიც და მათი საქმიანობაც (გადაცემების თემა, სტუმრები, აქცენტები) აქ – ყველას მონაწილეობით – დაიგეგმება.

ასე რომ, მთელი ეს ფეისბუკ ვარამი საზოგადოებრივი მაუწყებელზე, მის მიერ დაკარგულ თუ დასაკარგ დამოუკიდებლობაზე, სინამდვილეში, რეალობას მთლიანად არის აცდენილი. ამას ხვდება ყველა, ვინც “მოამბეს” უყურებს. მე დავასრულე.” -წერს ია ანთაძე facebook გვერდზე.

კომენტარები გამორთულია