თელეთში სამგზავრო ავტობუსი გადატრიალდა

0
752

დაახლოებით ერთი საათის წინ თბილოსი-მარნეულის საავტომობილო გზაზე, სოფელ თელეთში სამგზავრო ავტობუსი გადატრიალდა. ავტობუსი სასომხეთის სანომრე ნიშნებით მოძრაობდა და მგზავრები მოსკოვიდან ერევნის მიმართულებით გადაჰყავდა.

შემთხვევის შედეგად სამი მგზავრი დაშავდა და ისინი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ეკიპაჟებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით.

კომენტარები გამორთულია