აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

0
345

აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე დღეიდან შეუძლიათ. როგორც შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ოფიციალურ გვერდზეა განმარტებული, 2017 წლის გამოცდების მონაწილეებმა საგამოცდო ბარათი პირადი გვერდიდან უნდა ამობეჭდონ (გვერდი, სადაც ირჩევენ გამოცდებს და ა.შ.). საგამოცდო ბარათების ამოსაბეჭდად ეწვიეთ ვებგვერდს online.naec.ge.

მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა.შ.) გარეშე. ბარათი შეგიძლიათ ამობეჭდოთ შავ-თეთრად სტანდარტული თაბახის ფურცელზე (A4). ბარათზე, სხვა ინფორმაციასთან ერთად, მითითებული იქნება მონაწილის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცენტრი, საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დრო“, _ ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომენტარები გამორთულია