აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ, თუმცა შესაბამისი საიტი დილიდან ხარვეზებით მუშაობს

0
1144

ბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე დღეიდან შეუძლიათ. როგორც შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ოფიციალურ გვერდზეა განმარტებული, 2017 წლის გამოცდების მონაწილეებმა საგამოცდო ბარათი პირადი გვერდიდან უნდა ამობეჭდონ (გვერდი, სადაც ირჩევენ გამოცდებს და ა.შ.). საგამოცდო ბარათების ამოსაბეჭდად ეწვიეთ ვებგვერდს online.naec.ge. მონაცემების გამოქვეყნებიდან, რამდენიმე წუთში საიტი გაითიშა, ამაზე naec.ge გამოცდების ეროვნული ცენტრის facebook გვერდზე დატოვებული კომენტარებიც მეტყველებს.

კომენტარები გამორთულია