რატომ აფრთხილებს რუსთაველი ქალბატონი დედებს

    0
    4328

    „დედებო მოგესალმებით ყველას, მე დღეს გადავწყვიტე გავაფრთხილო ყველა დედა არ დატოვოთ ბავშვები მარტოდ და უყურადგებოდ. მოხდა ფაქტი საბავშვო პარკში ქ.რუსთავში აპირებდნენ ჩემი შვილის მოტაცებას გაურკვეველი ეროვნების რუსულად მოლაპარაკე ქალი .. მადლობა უფალს დროულად შევნიშნეთ… არასდროს არ გამჩენია სურვილი რომ რამე გამესაჯაროვებინა მაგრამ ამ ფაქტმა იმდენად შეგვაშინა რომ ვთვლით ეს პოსტი არამხოლოდ რუსთაველებმა არამედ მთელმა საქართველომ გავითვალისწინოთ.” – წერს სოციალურ ქსელში მომხმარებელი თამი გოგოჭური.

    „ტელეგრაფი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ არც რუსთავის კრიმინალურ პოლიციაში და არც საპატრულო პოლიციაში შეტყობინება მსგავსი ფაქტის შესახებ არ შესულა.

    კომენტარები გამორთულია