ტაქსის მძღოლებს რამდენიმე მოთხოვნა დაუწესდებათ

0
1483

მომავალი წლიდან ტაქსის მძღოლებს რამდენიმე მოთხოვნა დაუწესდებათ. დეტალებზე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ქალაქის სატრანსპორტო სამსახურის ხელძღვანელმა ისაუბრა.

მამუკა მუმლაძის თქმით, ტაქსის მძღოლები ვალდებულნი იქნებიან ავტომანქანაში ჰქონდეს მაიდენტიფიცირებელი საინფორმაციო ტაბლო, რისი ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემაც ავტომატურად იქნება ნიშანი, რომ მძღოლს გავლილი აქვს ჯანმრთელობის შემოწმება, ავტომანქანა კი ტექნიკურად გამართულია.

“რეგულირების პირველი ეტაპი გვინდა იყოს უმტკივნეულო ტაქსის მძღოლებისთვის და კომფორტული მგზავრებისთვის. ტაქსის მძღოლს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საინფორმაციო ტაბლო, სადაც მოხდება იდენტიფიცერება, თუ ვინ ემსახურება მგზავრს, მძღოლის საკონტაქტო ტელეფონი და მონაცემები, თუ მძღოლი ტაქსოკომპანიას წარმოადგენს, კომპანიის მონაცემები და მძღოლის ბარათი უნდა იყოს მითითებული ტაბლოზე. თუ ასეთი საინფორმაციო ტაბლო არ იქნება ტაქსიში, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მას არ აქვს მიღებული შესაბამისი ნებართვა ამ საქმიანობის განხორციელებისთვის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისგან. ამ ნებართვის ფლობა ავტომატურად იქნება იმის ნიშანი, რომ მძღოლს ჯანმრთელობის დამატასტურებელი დოკუმენტიც აქვს წარდგენილი ნებართვის გამცემ ორგანოში იმ და ასევე ავტომობილი, რომლითაც ის ემსახურება მგზავრს ტექნიკურად გამართულია. ეს ნებართვა კი პირველ ეტაპზე უნდა იყოს იმ ღირებულების, რაც მისაღები იქნება მძღოლისთვის. დოკუმენტები, რომელიც მე ჩამოვთვალე არის ის, რაც მგზავრის კომფორტს გაზრდის და ეცოდინება, ვის აჩერებს და ვის უჯდება ტაქსიში. ვფიქრობ, მომავალი წლის დასაწყისიდან ამ მიმართულებით უკვე კონკრეტულ ქმედებებზე გადავალთ”, – განაცხადა თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ.

კომენტარები გამორთულია