აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეარხ CNN-ს მოუწოდა სხვა არასწორი მასალებიც წაშალოს

0
201

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეარხ CNN-ს მოუწოდა სხვა არასწორი მასალებიც წაშალოს. აღნიშნული განცხადება ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ტელეარხმა ტრამპის შტაბის „რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან“ კავშირების შესახებ სტატიის წაშლის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

„CNN-ს მოუწია რუსეთის შესახებ დიდი მასალის წაშლა, სამი თანამშრომელი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამსახური. რას იტყვით სხვა ყალბ მასალებზე? ყალბ სიახლეებზე?“ – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

22 ივნისს, CNN-მა კონგრესში წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა თითქოს აშშ-ის სენატი ტრამპის გუნდის წევრებისა და „რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის“ შესაძლო კავშირებზე გამოძიებას ატარებს. საუბარი იყო რუსული ფონდის ხელმძღვანელის კირილ დმიტრიევისა და ტრამპის გუნდის ერთ-ერთი წარმომადგენელის ენტონი სკარამუჩის შეხვედრაზე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ოთხი დღით ადრე მოხდა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში.

ენტონი სკარამუჩიმ CNN-ს ელექტრონული ფოსტით წერილი მიწერა, რომელშიც აღნიშნა, რომ კირილ დმიტრიევი მას უბრალოდ რესტორანში მიესალმა და წინა წლებში ასევე ხვდებოდა მას დავოსში.
მოგვიანებით კი CNN-მა წაშალა აღნიშნული სტატია და ბოდიში მოუხადა ენტონი სკარამუჩის. როგორც ტელეარხში აღნიშნეს, მასალა არ შეესაბამებოდა სარედაქციო სტანდარტებს.

კომენტარები გამორთულია