რუსთავში ავარიის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა, 13 წლის ბავშვის მდგომარეობა კი მძიმეა

0
1579

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 53 წლამდე ასაკის ქალი კლინიკა გარდაიცვალა, 13 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა, თუმცა ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ლეონიძის ქუჩაზე ფეხით მოსიარულე ბებიას და შვილიშვილს „მერსედესის” მარკის ავტომანქანა შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

როგორც „ტელეგრაფს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე თავდაპირველად საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 267-ე მუხლის 1 ნაწილით აღიძრა, რომელიც გადაკვალიფიცირდება ამავე მუხლის 5 ნაწილზე.

 

NO COMMENTS