ხმაური რუსთავის საკრებულოს სხდომაზე

0
432

პირველი ივლისიდან, საჯარო სამსახურში რანგირების ახალი წესი ამოქმედდება. საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმართველობები ვალდებული არიან უზრუნველყონ რანგირების სისტემა. სწორედ აღნშნული საკითხი გახდა დღეს რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ხმაურისა და აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი.

რანგირების შემოღების შემდეგ, ადგილობრივ თითმართველობებში მომუშავე საჯარო მოხელეების ნაწილი შტატგარეშე მომსახურეთ ჩაითვლება და მათ ხელშეკრულებები გაუფორმდებათ. აღნიშნული ცვლილება შეეხებათ რუსთავის მერის წარმომადგენლებსაც, რამაც დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით, გადაწყვეტილების მიღება ხვალამდე გადაიდო.

კომენტარები გამორთულია