გუბერნატორი შვეიცარიის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

0
193

29 ივნისს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ  აღმოსავლეთ ევროპასთან და ევრაზიასთან თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის ელისაბეთ ფონ კაპელერის ხელმძღვანელობით რუსთავში შვეიცარიის საგარეო სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა.  

ოფიციალურ პირებს შორის იყო ლუკას ბეგლინგერი –  შვეიცარიის ელში საქართველოში, ოლივიე ბურკი – შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული ხელმძღვანელი, ბარბარა ბიონი – დსთ-ს ქვეყნებთან ერთიერთობის დეპატრამენტის ხელმძღვანელი, სიმონე ჰაბერლი – რეგიონული ხელმძღვანელის მოადგილე და საქართველოში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები. 

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წარმომადგენლებმა მოინახულეს შცეიცარიის თანამშრომლობის ოფისის მიერ პარტნიორ ორგანიზაციასთან ,,მერსი ქორფსთან“ ერთად განხორციელებული პროექტი. კერძოდ, რუსთავში არსებული ბიო-უსაფრთხოების პუნქტი და ადგილზე სამუშაო პროცეს პირადად  გაეცნენ. 

აღსანიშნავია, რომ პუნქტები განკუთვნილია როგორც წვრილფეხა, ისე მსხვილფეხა პირუტყვისთვის და უსასყიდლოდ ემსახურებიან ცხოველთა მეპატრონეებს. სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიაზე განთავსებულია პირუტყვის სადეზინფექციო-გასაბანი აუზები, საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტპუნქტი და საკარანტინო ზონა. თითოეულ პუნქტში დღეში საშუალოდ 8000 სული პირუტყვის დამუშავებაა შესაძლებელი რაც ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით ხორციელდება.

კომენტარები გამორთულია