რუსთავის მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება

0
1057

ნახევარ საათზე მეტია რუსთავის მოსახლეობის უმრავლესობას ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. დაზიანება სავარაუდოდ ძლიერმა ქარმა და წვიმამ გამოიწვია. 

როგორც “ტელეგრაფს” ენერგო პრო ჯორჯიაში განუცხადეს, ზუსტი დრო თუ როდის მოხდება დაზიანების აღდგენა უცნობია. 

ერთ საათზე მეტია ქალაქში გადაუღებლად წვიმს. დატბორილია რამდენიმე ქუჩა. წვიმას თან ერთვის ძლიერი ქარი, რომელმაც თოდრიაზე ხე წააქცია.

კომენტარები გამორთულია