რუსთავის სასამართლოში გოჩა ლორიას საქმის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა

    0
    1148

    რუსთავის საქალაქო სასამართლოში გოჩა ლორიას საქმის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა. რუსთავის მერის ყოფილი მოადგილე სასამართლოსგან რუსთავის მერის მიერ, მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში დაუყონებლივ აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.

    დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ მოწმეებს, რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს თამარ აქუბარდიას და მერის წარმომადგენელ ხათუნა ცერცვაძეს მოუსმინა.
    სხდომაზე მტკიცებულებების განხილვის ეტაპზე მოპასუხე მხარის, რუსთავის მერიის მიერ წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერების ჩვენება მოხდა. წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში გასული გადაცემა, სადაც გოჩა ლორია მისი გათავისუფლების შესახებ და რუსთავის მერიაში არსებულ სიტუაციაზე საუბრობს.

    საქმის არსებითი განხილვა 21 ივლისს ჩაინიშნა.

    კომენტარები გამორთულია