რა ზიანი მიადგა რუსთავს ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად

0
230

ძლიერმა წვიმამ და ქარმა რუსთავის რამდენიმე უბანს გარკვეული პრობლემები შეუქმნა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ქალაქის გარკვეულ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ღამით ქონდა შეწყვეტილი.

ქარმა სახურავები დააზიანა ჭყონდიდელის დასახლებასა და სანაპიროს ქუჩებზე. მოგლეჯილია ხეები. წვიმის შედეგად, რომელიც დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, დაიტბორა შიდა ეზოები და გზები.  განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო ბალანჩივაძის ქუჩაზე. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მერიის ინფრასტრუქტურის და ,,უზრუნველყოფის” სამსახურები. 

ქალაქში შექმნილ სიტუაციას ადგილზე გაეცნო ქალაქის ხელმძღვანელობა.  

კომენტარები გამორთულია