რა მიუტანა ნუკრი ქანთარიამ რომან გოცირიძეს პარლამენტის სხდომაზე

0
336

“ქართული ოცნების” დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ ოპოზიციონერ კოლეგას რომან გოცირიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კუპონები მიუტანა.
ნუკრი ქანთარიამ კუპონები გოცირიძეს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით მისი კრიტიკის საპასუხოდ წარუდგინა.
როგორც ქანთარიამ აღნიშნა, მას გოცირიძის კომპეტენციაში ეჭვი არ ეპარება, მაგრამ აოცებს მისი თავდაჯერებულობა.
“რომან გოცირიძის დიდი წარმატების და შემოქმედების მწვერვალი ჩვენ ვიცით. ეს „მწვერვალი“ ამასწინათ აღმოვაჩინე და წამოვიღე – გაგახსენებთ იმ დროს, საქართველოს მოქალაქეები უცბად მილიონერები რომ გახდნენ, ეს არის თქვენი მილიონები და როცა კრიტიკული გამოსვლა გექნებათ, იქნებ ესეც გაიხსენოთ”, – განაცხადა პარლამენტის ტრიბუნიდან ნუკრი ქანთარიამ და გოცირიძეს კუპონის რამდენიმე ერთეული კუპიურა წარუდგინა.

წყარო: ipn

კომენტარები გამორთულია