რუსთავში სტარტი აიღო ტურნირმა სპორტის სამ სახეობაში

0
695

„ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრმა”, “საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციასთან” ერთად დაიწყო საქალაქო ტურნირი სპორტის სამ სახეობაში: ფეხბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი.
ტურნირში მონაწილეობას იღებენ გუნდები რუსთავის ათი ადმინისტრაციული ერთეულიდან.
საფეხბურთო ტურნირი გაიმართება “ხიმიკების” საფეხბურთო სტადიონზე, საკალათბურთო ტურნირი გაიმართება რუსთავის პარკში, ხოლო მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი “ფოლადის” სპორტდარბაზში.
ტურნირმა სტარტი “ხიმიკების” საფეხბურთო სტადიონზე დღეს აიღო და ის 3 ივლისს დასრულდება.
გამარჯვებულებს მედლები, თასები და სერთიფიკატები გადაეცემათ. ასევე გაემგზავრებიან საზაფხულო ბანაკში 3 დღით და ჯომარდობაზე ბორჯომის ხეობაში.

NO COMMENTS