2-3 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწიოს

0
4121

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-3 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში შეიძლება +38°-ის, ხოლო დასავლეთ საქართველოს დაბლობში 40°-ის ფარგლებში აღინიშნოს.

ყველაზე მაღალი ტემპერატურა 2-3 ივლისს დასავლეთ საქართველოში მარტვილში 2005 წელს 42 ℃, აღმოსავლეთ საქართველოში – გარდაბანში 1991 წელს 38,5 ℃ , ხოლო თბილისში – 1991 წელს 36.5 ℃ დაფიქსირდა.

NO COMMENTS