საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

0
197

უკრაინის დედაქალაქ კიევში, საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ,,საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის’’(NALAG) პრეზიდენტმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ,  ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურმა მდივანმა ანდრეას კიფერმა, ,,უკრაინულ ქალაქთა ასოციაციის’’(AUC) პრეზიდენტმა ვიტალი კლიჩკომ და მოლდავეთის ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესის(CALM) პრეზიდენტმა ტატიანა ბადანმა მოაწერეს ხელი.

სამი ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზანს ერთობლივი ინიაციტივების შემუშავება და განხორციელება წარმოადგენს. სამმხრივი შეთანხმება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების, დისკუსიებში მონაწილეობისა და თვითმმართველობის განხორციელებისას მიღებული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობასაც აძლევს. მემორანდუმით გათვალისწინებული ამოცანებისა და მიზნების შესრულების პროცესში ექსპერტები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის ორგანოების, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

თემატური პროგრამა სახელწოდებით „ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება“ ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერაა დაფინანსებული. პროგრამა 2015-17 წლებში, საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდავეთში, უკრაინასა და ბელარუსში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის (კონგრესის) მიერ, დემოკრატიის გენერალურ დირექტორატთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება.

კომენტარები გამორთულია