ბათუმის დელფინარიუმში კვლავ მატებაა

0
382

დელფინარიუმის ბინადარს, დელფინს მეტსახელად დანა, შვილი შეეძინა.

ბოლო ერთი თვეა დელფინარიუმის თანამშრომლები 24 საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. დანამ  ექოსკოპიის თანახმად დადგენილ ვადაში იმშობიარა. დედა და ახალშობილი, უსაფრთხოების ნორმების გამო ცალკე აუზში იმყოფებიან, სადაც კიდევ ერთი დედა-შვილი ცუცა და გურუ ბინადრობენ.

დანა და მისი შვილი თავს კარგად გრძნობენ. ჩვეულებისამებრ დაბადებისთანავე დედამ შვილი წლის ზედაპირზე ამოაცურა, ჰაერის პირველი ჩასუნთქვისთვის. რის შემდეგაც პატარამ დედასთან ერთად სინქრონული ცურვა დაიწყო. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ ახალბედამ დედის რძით კვება დაიწყო. ეს პროცესი 3 წელზე მეტ ხანსგაგრძელდება. 6-დან 8 თვის ასაკის შუალედში, რძესთან ერთად პატარა, თევზით კვებასაც დაიწყებს. ახალშობილის სქესი ჯერჯერობით უცნობია.

მაქსიმალურად კომფორტული საარსებო გარემოს უზრუნველსაყოფად დელფინარიუმის თანამშრომლები ბოლოთვეებია (და ეს უახლოესი რამდენიმე კვირის მანძილზე გაგრძელდება) საგანგებო, 24 საათიან სპეც-რეჟიმშიმუშაობენ.

ბუნებრივ პირობებთან მიახლოვებულ საარსებო გარემოში დელფინის დაბადება არც თუ ისე ხშირია. თუმცაბათუმის დელფინარიუმში მსგავსი შემთხვევაა უკვე მეექვსედ დაფიქსირდა. ეს ფაქტი ნათლად ადასტურერებს,რომ დელფინარიუმის ბინადრები, მოვლისა და შენახვის თვალსაზრისით იდეალურ გარემოში იმყოფებიან, ყველაპრევენციული ზომების გათვალისწინებით, კვალიფიციური სპეციალისტების უწყვეტი მეთვალყურეობის ქვეშ.

დელფინი აფალინა (Tursiopstruncatus) დელფინისებრთა ოჯახის ზღვის ძუძუმწოვარი ცხოველია. შეტანილიაბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის „წითელ ნუსხაში“(IUCN) და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებითსაერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) II დანართში.

კომენტარები გამორთულია