რუსთავის საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია დაიწყო

0
678

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება.

სულ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 200-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული. აბიტურიენტი უნდა გამოცხადდეს საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და მისამართზე. მან თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. რეგისტრაციის დაწყებიდან ზუსტად ერთ საათში დაიკეტება საგამოცდო ცენტრის შენობა და აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება.

ამ წუთებში რეგისტრაცია დაიწყო რუსთავის საგამოცდო ცენტრში.  რეგისტრაციის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY