მარნეულის მუნიციპალიტეტიში კომპანიამ უკანონოდ მოიპოვა ქვიშა-ხრეში

0
205

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლებმა ქვიშა-ხრეშის უკანონოდ მოპოვების  ფაქტი გამოავლინეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარის მიმდებარედ, კომპანიამ უკანონოდ მოიპოვა 200მ3 ქვიშა-ხრეში.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.

კომენტარები გამორთულია