ახმეტელის ქუჩის მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

0
490

„ეს არის ჭა თავღიად დატოვებული ჩვენს ეზოში… საბა ჩავარდა და გადარჩა… მსხვერპლს ელოდება ჩვენი … რავიცი ვინები არიან ან საიდან მოსულები… უკვე მერამდენე დღეა ვითხოვთ ვინმეს მოსვლას…მერიაში გინდა დაგირეკია და გინდა არა… სად სცალიათ ასეთი ფინთიკრუშკა ამბებისთვის… საქვეყნო საქმეები აქვთ მოსაგვარებელი.  ვინმემ მიაწვდინოთ იქნებ ხმა ვინც საჭიროა იმას…მოდით და გააკეთეთ…ახმეტელის 4″ – წერს სოციალურ ქსელში მომხმარებელი. 

„ტელეგრაფი” დაინტერესდა თემით, როგორც ჩვენთან საუბარში, ახმეტელის 4 ნომერში მცხოვრებმა, ნათია ლურსმანაშვილმა განაცხადა, დაახლოებით 2 კვირის წინ დასრულდა გზის მოწყობის სამუშაოები. ორი დღის წინ კი, ეზოში თამაშის დროს მისი შვილი ჭაში ჩავარდა.

„უბრალოდ მსუბუქი ბავშვია და მაგით გადავრჩით, ნახევრად ჩავარდა, სიმძიმე არ ეყო რომ თავსახური ბოლომდე ჩაეგდო”- ამბობს ნათია და აცხადებს, რომ სიტუაციის შესახებ, კორპუსის თავმჯდომარეც საქმის კურსშია და მერიის ცხელ ხაზზეც დატოვა შეტყობინება.

„ტელეგრაფი” რუსთავის მერიას დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ინფორმაცია გადაცემულია შესაბამისი სამსახურისთვის და პრობლემის მოგვარებისთვის მიმდინარეობს სამუშაოები.

კომენტარები გამორთულია