ბუნებრივი გაზით მოწამვლის შედეგად ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა

0
28795

გავრცელებული ინფორმაციით, CO სახლში წყლის გამაცხელებლიდან დაგროვდა.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ადგილობრივები ყვებიან, რომ მომხდარის შესახებ ერთ-ერთმა მეზობლებმა მას შემდეგ გაიგო, რაც ზედა სართულიდან დიდი რაოდენობით წყალი ჩაუვიდა. მას შემდეგ, რაც სახლიდან არავინ გამოეხმაურა, მათ კარი შეამტვრიეს, თუმცა ისინი უკვე გარდაცვლილი იყვნენ. შემთხვევა თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე  მოხდა.

კაცი აბაზანაში, მისი მეუღლე კი საძინებელში იპოვეს. ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ცხედრები პროზექტურაში უკვე გადაასვენეს.

მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის 240 პრიმა მუხლით აღიძრა, რაც გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

გარდაცვლილებს, 6 წლის გოგონა დარჩათ, რომელიც შემთხვევის დროს ბებიასთან იმყოფებოდა დასასვენებლად.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY