როდიდან ჩაირთვება კონდიცირების სისტემა რუსთავი თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსში

0
416

რუსთავი თბილისის მიმართულებით მოძრავ ყველა მიკროავტობუსში  კონდიცირების სისტემა მომავალი კვირიდან ჩაირთვება, – ამის შესახებ კომპანია ინტერტნარსში განაცხადეს.

„კომპანიის კუთვნილი მიკროავტობუსების უმეტესობაში სისტემა უკვე მუშაობს. რაც შეეხება დარჩენილ  მიკროავტობუსებს სისტემის ჩასართავად  ტექნიკური  სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც კვირის ბოლომდე დასრულდება,-” ამბობენ კომპანიაში.

იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მიკროავტობუსში კონდიცირება არ იქნება ჩართული, მგზავრმა ცხელი ხაზზე უნდა დარეკოს 034129-80-80.

ინტერტრანსში ირწმუნებიან, რომ არცერთი შეტყობინება რეაგირების გარეშე არ დარჩება.

კომენტარები გამორთულია