გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული

0
817

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჩატარებული კვლევების თანახმად, 2016 წლის საშუალო მონაცემების მიხედვით 2015 წელთან შედარებით ჰაერში ტყვიის შემცველობა თბილისში შემცირებულია 5-ჯერ, ქალაქ ბათუმში დაახლოებით, 3-ჯერ, რუსთავში – 2-ჯერ, ხოლო ქუთაისში კი უმნიშვნელოდ.

მათივე ცნობით, ტყვიის შემცველობის მნიშვნელოვანი კლების ტენდენცია 2017 წლის განმავლობაშიც (5 თვის მონაცემის მიხედვით) გრძელდება.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, დასახლებული ადგილების ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია შეადგენს 0,0003 მგ/მ³-ში (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №297/ნ, 2001 წლის 16 აგვისტო, თბილისი, გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ).

როგორც უწყებაში განმარტავენ, სააგენტო ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგს 4 ქალაქში აწარმოებს – თბილისში (2008 წლიდან), რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში (2014 წლიდან).

NO COMMENTS