რა ქონებას ფლობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

0
1104

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. მინისტრი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე  95,00 კვ.მ ბინას ფლობს, მისი მეუღლე ნატალია მუხადგვერდელი კი ბათუმში 45,00 კვ.მ ბინას.

ალექსანდრე ჯეჯელავას ეკუთვნის 2010 წელს გამოშვებული  ავტომობილი  Hyundai ix35.

ააიპ მართვის აკადემიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ალექსანდრე ჯეჯელავამ  01.01.2016-დან 31.05.2016- მდე ხელფასის სახით 110402,10 ლარი მიიღო, მისმა მეუღლემ, იმავე აკადემიაში ადმინისტრაციის უფროსი / დირექტორის პოსტზე 2016 წელს 39325,13 ლარი.

2016 წლის იანვრიდან მაისამდე ბატონმა მინისტრმა  შპს “საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტსა” და შპს “კავკასიის უნივერსიტეტში” მოწვეული პროფესორის რანგში ხელფასის სახით 2625,00 ლარი და 750,00 მიიღო, 03.06.2016-დან 31.12.2016-მდე უკვე მინისტრის პოზიციაზე 6 თვეში – 43428,17 ლარი.

ვიცე პრემიერმა შპს აი-ბი-ეფს 13000,00 დოლარი ასესხა 2018 წლამდე, მინისტრს აღნიშნული სესხიდან 2016 წელს შემოსავალი არ მიუღია.

რაც შეეხება მინისტრის საბანკო ვალდებულებებს ასე გამოიყურება:

იპოთეკური სესხი, რომელიც წარმოიქმნა ორი იპოთეკური სესხის გაერთიანებით, 65000,00, GEL
18.08.2015, 18.08.2015-27.03.2018, თიბისი ბანკი 27048,40 GEL (გასავალი)
სამომხმარებლო სესხი, 13000,00, USD 07.04.2016, 07.04.2016-27.03.2017, თიბისი ბანკი 10263,59 USD (გასავალი)

2016 წელს ალექსანდრე ჯეჯელავას გასავალი ჰქონდა, შვილის, მაია ჯეჯელავას სწავლის საფასური 2350,00 ლარი, ქონების გადასახადი 1552,00 ლარი, მეუღლის, ნატალია მუხადგვერდელი სასტუმრო ლოპოტას მომსახურების ღირებულება 2290,05 ლარი და ასევე მეუღლისთვის შეიძინა ავიაბილეთები 1687,60 ლარის ღირებულების.

აღსანიშნავია, რომ არც მინისტრი და არც მინისტრის რომელიმე ოჯახის წევრი არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და დეკლარაციის შევსების დროს არცერთ მათგანს ნაღდი ფული, რომლის ოდენობა აღემატება 4 000 ლარს არ ჰქონდათ.

რაც შეეხება მინისტრისა და მისი ოჯახის წევრების საბანკო დანაზოგებს ასე გამოიყურება:

ალექსანდრე ჯეჯელავა “თი–ბი–სი ბანკი” ანაბარი 15389,67 USD (+)
ალექსანდრე ჯეჯელავა “თი–ბი–სი ბანკი” ანაბარი 7200,00 USD (+)
ნატალია მუხადგვერდელი “თი–ბი–სი ბანკი” ანაბარი 6219,09 GEL (+)
ალექსანდრე ჯეჯელავა “თი–ბი–სი ბანკი” სახელფასო 402,40 GEL (+)
ალექსანდრე ჯეჯელავა “თი–ბი–სი ბანკი” მიმდინარე 73,43 USD (+)
ალექსანდრე ჯეჯელავა “თი–ბი–სი ბანკი” საკრედიტო 42,89 USD (+)
ნატალია მუხადგვერდელი “თი–ბი–სი ბანკი” ანაბარი 504,33 GEL (+)
ნატალია მუხადგვერდელი “თი–ბი–სი ბანკი” სახელფასო 406,84 GEL (+)
ნატალია მუხადგვერდელი “თი–ბი–სი ბანკი” ანაბარი 185,17 EUR (+)
ნატალია მუხადგვერდელი “თი–ბი–სი ბანკი” დეპოზიტი 1500,00 GEL (+)

 

NO COMMENTS