რუსთავი მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმისთვის ემზადება

0
724

11 ივლისს რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნება. სიმპოზიუმში მონაწილეობას 8 ქართველი და სამი უცხოელი–ესპანელი, ფრანგი და ეგვიპტელი მოქანდაკეები მიიღებენ. სიმპოზიუმის ფარგლებში 11 სკულპტურა შეიქმნება, რომელთა განთავსებაც ძირითადად ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე მოხდება. 

სივრცე, სადაც მოქანდაკეთა სიმპოზიუმი ეწყობა კულტურისა და დასვენების პარკში სწორედ იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც გასული საუკუნის 90-იან წლებში პირველად გაიმართა სკულპტორთა სიმპოზიუმი და რომლის შედეგადაც, ამ ტერიტორიაზე, 21 საკმაოდ საინტერესო სკულპტურაა განთავსებული.

,, სიმპოზიუმის გამართვის იდეა შარშან გაგვიჩნდა და ის რუსთავქალაქობის ფარგლებში ჩავატარეთ. წელს ღონისძიებას საერთაშორისო ხასიათი შევძინეთ და მასში ქართველების გარდა უცხოელი ხელოვანებიც იღებენ მონაწილეობას. სიმპოზიუმის ფარგლებში შესაქმნელი ქანდაკებების შერჩევა სპეციალური კომისიის მიერ მოხდა, რომელშოც სამხატვრო აკადემიიდან მოწვეული სპეციალისტები მუშაობდნენ. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ჩანაფიქრია და დიდი სურვილი გვაქვს, რომ ეს ტრადიცია დამკვიდრდეს ქალაქში, რადგან გარდა იმისა, რომ წლების შემდეგ, რუსთავის  ჩამოსულ სტუმრებს, ქალაქის ქუჩებში ცნობილი მოქანდაკეების ნამუშევრების ნახვა შეეძლებათ, მსგავსი ღონისძიებები  ხელს უწყობს ქალაქის პოპულარიზაციასაც.“-განაცხადა რუსთავის მერმა.

მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი პირველად გასული საუკუნის 90-იან წლებში სამჯერ ჩატარდა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სკულპტორები იღებდნენ მონაწილეობას. წლების შემდეგ, სიმპოზიუმი მპირველად გასულ წელს გაიმართა, რომლის შედეგადაც რუსთვს 9  სკულპტურული ნამუშევარი დარჩა.

კომენტარები გამორთულია