მაშველებმა ბარისახოში ჩარჩენილი რუსთავის სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ვერტმფრენით ჩამოიყვანეს

0
967

ბარისახოდან მაშველებმა რუსთავის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეები გამოიყვანეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ბარისახოდან მაშველებმა სკოლის 15 მოსწავლე, 2 მშობელი და 2 მასწავლებელი გამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მოსწავლეები უამინდობის გამო ბარისახოდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. მაშველებმა 19 ადამიანი უვნებლად ვერტმფრენით გამოიყვანეს.

”საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ჰქონდა ინფორმაცია მათი მდგომარეობის შესახებ. ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ისინი განთავსდნენ სასტუმროში, უზრუნველყოფილი იყვნენ საკვებით. დღეს კი მოხდა მათი გამოყვანა ვერტმფრენით”, – აღნიშნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

კომენტარები გამორთულია