ციხიდან პატიმარი დრონის დახმარებით გაიქცა

0
365

აშშ-ში, სამხრეთ კაროლინის შტატში მდებარე მკაცრი რეჟიმის საპყრობილიდან პატიმარი ჯიმი კაუსი დრონის დახმარებით გაიქცა – იუწყება Fox News.

ტელეკომპანიის ცნობით, უპილოტო აპარატის მეშვეობით, პატიმარს მიაწოდეს ​მკვნეტარა, რომლითაც გაქცევისას ისარგებლა. თუმცა, გაქცეული პატიმარი მალევე იპოვეს. 

​კაუსის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი – ის ადვოკატისა და მისი ოჯახის წევრების დახოცვაშია ბრალდებული.

პატიმარმა ერთხელ უკვე სცადა გაქცევა, რის გამოც, ციხე შეუცვალეს. ამჯერად, ის საპყრობილიდან ორიათასი კილომეტრის მოშორებით დააკავეს

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY