ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა უხუცეს ქალბატონებს დაბადების დღე მიულოცა

0
670

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთაში მცხოვრები ჰაჯარ ხალილოვა მუნიციპალიტეტში ასაკით ერთ-ერთი უხუცესი ქალბატონია, ის 103 წლის გახდა. ქალბატონ ჰაჯარს იუბილე მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა მიულოცა. ჰაჯარ ხალილოვა რძალთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს და ასაკის მიუხედავად თავს კარგად გრძნობს.   მუნიციპალიტეტისგან თაიგულთან ერთად მან საჩუქრად ფულადი თანხაც მიიღო 500 ლარის ოდენობით.
საპენსიო ბარათზე 500 ლარი, მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით, სოფელ ხიდისყურში მცხოვრებ 100 წლის იუბილარს სანამ ალიევასაც ჩაერიცხა.

(R)

 

NO COMMENTS