,,არემჯის“ საწარმოს მიმართულებით მიმავალი საავტომობილო გზის საფარის მშენებლობა დაიწყო

0
196

დაბა კაზრეთში კომპანია ,,არემჯის“ საწარმოს მიმართულებით მიმავალი საავტომობილო გზის საფარის მშენებლობა დაიწყო.
სამუშაოები 1 კვირაა დაიწყო და ამ ეტაპზე გზის დაკვალვა მიმდინარეობს. 1,100 მეტრის მონაკვეთზე მოეწყობა 22 სმ-ის სისქის  ბეტონის საფარის გზა, ტროტუარებითა და სანიაღვრეებით. 
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულებით 700 000 ლარია.

სამუშაოების მიმდინარეობა დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა ადგილზე მოინახულეს.

,,ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი დაბის მაცხოვრებლებისთვის, ვინაიდან ამორტიზებული გზის გამო ჰაერის დაბინძურების თემა წლების განმავლობაში აწუხებდათ  ადგილობრივებს.” – განუცხადა “ტელეგრაფს” ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა.

როგორც მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი აცხადებს,  წელსევე ხორციელდება კაზრეთიდან სოფელ ბალიჭთან დამაკავშირებელ გზაზე გარე განათების ქსელის მონტაჟი, რომელიც აღიჭურვება ენერგოეფექტური ლედ ნათებებით, რაც სოფლის მოსახლეობის თხოვნა იყო.

კომენტარები გამორთულია