გაზის ახალი ტარიფი მომავალ კვირაში გახდება ცნობილი

0
452

მიმდინარე წლის 17 ივლისის საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ ბუნებრივი გაზის ტარიფის დადგენის თაობაზე იმსჯელებს.

სემეკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის, მიხედვით 18 ივლისს კომისია განიხილავს, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის თაობაზე სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ პროექტებს.

როგორც სემეკ-ში განმარტავენ, კომისიის მიერ ტარიფებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებული იქნება საჯარო სხდომებზე, რომლებზეც დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

17-18 ივლისის საჯარო სხდომების დღის წესრიგებით გათვალისწინებული საკითხები განთავსებულია კომისიის ვებგვერდზე – WWW.GNERC.ORG

კომენტარები გამორთულია