მეოცე საუკუნის პარიზი რუსთავში

0
1001

დღეს დილიდან რუსთავში მერიის მოედანზე 1940 წლის პარიზი ცოცხლდება. შემოქმედებითი ჯგუფი „ექვთიმეს” ერთ-ერთ, ბოლო სცენას იღებს.

„ეს არის ისტორიულ / ბიოგრაფიული ფილმი და სიყვარულის საოცარი ამბავი გამოჩენილ ქართველ პედაგოგ, ისტორიკოსსა და არქეოლოგ ექვთიმე თაყაიშვილზე, რომელმაც საფრანგეთში მისი 24 წლიანი ემიგრაციის განმავლობაში დიდი ბრძოლისა და გაჭირვების ფასად უდანაკარგოდ დაიცვა და შეინარჩუნა ქართული საგანძური და არტეფაქტები.” – ამბობენ ფილმის ემქმნელები.

ფილმის რეჟისორი  ლოს-ანჟელესის კინო-სკოლის კურსდამთავრებული ნიკოლოზ ხომასურიძეა. 

“ტელეგრაფი” დაინტერესდა რატომ გადაწყდა პარიზის სცენის გადაღება რუსთავში, მერიის წინ არსებულ მოედანზე.

“ძალიან ლამაზი პანორამაა, სივრცეც არის და ყველაფერი იმისთვის, რომ ლამაზი კადრები გამოვიდეს” – გვითხრა შემოქმედებითი ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY