სიგარეტის ნამწვის ორიგინალური ურნა რუსთავის პარკში

0
658

ეს არის რუსთავის სკაუტური ცენტრის დაფინანსებით დამზადებული სიგარეტების ურნა, რომელიც ახალგაზრდული ცენტრის შუამდგომლობითა და პარკის დირექციის თანხმობით დაიდგა რუსთავის პარკში.

„რეალისა” და „ბარსელონას” გულშემატკივრებს, შეუიძლიათ სიგარეტის ნამწვი ძირს დაგდების ნაცვლად, ურნაში ჩააგდონ და ხმა მისცენ სასურველ გუნდს.

“ტელეგრაფი” ყუთის შემქმნელს, გიორგი გაჩეჩილაძეს ესაუბრა.

“ორი წლის წინ ვნახე, ერთ-ერთ უცხოურ გვერდზე, ცოტა სხვა ვარიანტი. ბრიტანეთში გააკეთეს, ახალგაზრდებს რომ ჩაეყარათ სიგარეტის ნამწვავები, რომ სისუფთავე ყოფილიყო ქუჩებში და ჰქონდა კარგი შედეგი. იქ იყო რონალდო და მესი, ჩვენ ამ ეტაპზე აქტუალობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ რეალი და ბარსელონა.” – ამბობს გიორგი.

„ტელეგრაფი” დაინტერესდა, განთავსდება თუ არა, ინოვაციური ურნები ქალაქის სხვა ტერიტორიებზე, იდეის ავტორის თქმით, იმ შემთხვევაში თუ წამოწყება გაამართლებს, პროექტი გაგრძელდება.

ხმების დაგროვებისთვის თემები, პერიოდულად აქტუალობიდან გამომდინარე შეიცვლება.

კომენტარები გამორთულია