ქალაქ ბოლნისში სანიაღვრე სისტემების მშენებლობა მიმდინარეობს

0
156

ქალაქ ბოლნისში, სანიაღვრე სისტემების მშენებლობა მიმდინარეობს. ქსელი ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ქუჩებზე მოეწყობა. 

სამუშაოების შესასრულებლად მუნიციპალტეტმა  ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. პროექტი აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, სამუშაოები რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

სანიაღვრე სისტემების მშენებლობა დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა  ბოლნისის მაჟორიტარ დეპუტატთან გოგი მეშველიანთან ერთად მოინახულა.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY