ბოლნისში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ახალი შენობა აშენდება

0
496

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების შენობა, ქალაქში, ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარედ, ახალი მუზეუმის მოპირდაპირე მხარეს განთავსდება.

როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, მშენებლობა სავარაუდოდ სექტემბრის თვეში დაიწყება და ის დაახლოებით 160 000 ლარი დაჯდება. საკითხი დღეს ბოლნისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იქნა გატანილი, დეპუტატებმა პროექტი მოიწონეს.

„პროექტს მთავრობას წარვუდგენთ და დამტკიცების შემდეგ  მშენებლობას სავარაუდოდ სექტემბერში დავიწყებთ. ტერიტორია, რომელზეც შენობა განთავსდება არის ასათვისებელი და ვფიქრობთ,  ბევრად უფრო კომფორტული და მოსახერხებელი იქნება ტერიტორიულად, ვიდრე ძველი შენობა“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ.

კომენტარები გამორთულია