რუსთავის „რუსთავი” ფოლადის სტადიონზე ბრუნდება

0
431
SAMSUNG CAMERA PICTURES

რუსთავის ფოლადის სტადიონთან დაკავშრებით მედიასთან პირველი კომენტარი რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ დღეს გააკეთა.

ჯიქიას განცხადებით, მიღწეულია შეთანხმება, რის მიხედვითაც ფეხბურთელები ფოლადის სტადიონზე ვარჯიშსა და თამაშების გამართვას გააგრძელებენ. უახლოეს დღეებში გაფორმდება ხელშეკრულება რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასა და ააიპ „რუსთავის სასპორტო სკოლების გაერთიანებასას” შორის.

რა თანხას გადაიხდის კლუბი სტადიონით სარგებლობისთვის ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის.

საფეხბურთო კლუბ „რუსთავსა” და  მეტალურგიულ ქარხანას შორის საიჯარო ხელშეკრულებას ვადა 2016 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა, 28 ივნისს მეპატრონემ კლუბს  სტადიონის დატოვება მოსთხოვა.

კომენტარები გამორთულია