წელს რუსთავქალაქობა მოკრძალებულად აღინიშნება

0
338

რუსთავის სახელოვნებო გაერთიანებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან რუსთავქალაქობისა და სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავი ღონისძიებებისთვის 60 ათასი ლარი გამოეყო. – საკითხს რუსთავის საკრებულოს დეპუტატებმა კენჭი ერთხმად უყარეს.

როგორც გაერთიანების ხელმძღვანელი მარიკა ფიროსმანაშვილი აცხადებს, მათ ტენდერებიდან 8000 ლარის ეკონომიაც აქვთ და აღნიშნულ თანხასაც ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებებს მოახმარენ.

სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავი ღონისძიება 15 სექტემბერს, ხოლო რუსთავქალაქობა 16 და 17 სექტემბერს გაიმართება.

ღონისძიებათა მოსაწყობად ტენდერს გაერთიანება უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.

ცნობისათვის, გასულ წელს რუსთავქალაქობაისთვის 100 ათასი ლარი დაიხარჯა.

კომენტარები გამორთულია