ქართული წარმოების გადასატანი კოტეჯი

0
3718

Kote.ge ახალი ქართული ბრენდია, რომელიც კოტეჯების ადგილზე მიტანასა და აწყობას უზრუნველყოფს. კოტეჯის პირველი პროტოტიპი უკვე შექმნილია და მისი ნახვა დაინტერესებულ პირებს ტექნოპარკში შეუძლიათ.

„kote.ge – ქართული სტარტაპია და მისი მიზანია, რომ სახლის შეძენა გახდეს ყველასათვის ხელმისაწვდომი – როგორც ფასით, ასევე ექსპლუატაციაში მოყვანის სიმარტივით. ამისათვის ჩვენ შევიმუშავეთ ყველაზე უნივერსალური დიზაინის მქონე კოტეჯი, რომლის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა დანიშნულებით – ნებისმიერ კლიმატურ პირობებში.”- აცხადებენ პროექტის ავტორები.

კოტეჯი 7 ნაწილისგან შედგება და მის აწყობას 25 წუთამდე სჭირდება, გარდა ამისა შესაძლებელია კოტეჯის მრავალჯერ დაშლა, გადატანა და სხვა ლოკაციაზე ხელახლა აწყობა, ასევე შესაძლებელია მისი აწყობილ მდგომარეობაში მისაბმელით გადაადგილება.

kote.ge

NO COMMENTS