ეგვიპტეში ორი ტურისტი მოკლეს, 5 კი დაჭრილია

0
423

ეგვიპტის კურორტ ხურგადას ერთ-ერთ სასტუმროზე თავდასხმის შედეგად, ხუთი გერმანელი ტურისტია დაჭრილი. ადგილობრივი მედიის ინფორმაცით, თავდასხმა მამაკაცმა განახორციელა, რომელიც დანით იყო შეიარაღებული.

ზოგიერთი მედიასაშუალება ამავე კურორზტე ორი უკრაინელი ტურისტის გარდაცვალების შესახებ იუწყება. მედიის ინფორმაციით, დამნაშავე ტურისტებს თავს პლაჟზე დაესხა. ის ჯერ ორ უკრაინელს დაესხა თავს, შემდეგ კი ხუთი გერმანელი დაჭრა.

თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის არ სახელდება.
უკრაინის შსს თავისი ორი მოქალაქის მკვლელობის შესახებ ინფორმაციას ამოწმებს.

http://www.mirror.co.uk/news/world-news/egypt-stabbing-two-tourists-killed-10798799

http://www.telegraph.co.uk/news/2017/07/14/tourists-wounded-egypt-beach-resort-stabbing-police/

http://www.bbc.com/news/world-middle-east-40611921

კომენტარები გამორთულია