„ეფექტური მინდობით აღზრდის მომსახურება ქვემო ქართლი რეგიონში“

0
212

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის სოციალური მომსახურების სააგენტოსთან და ჩვენი სახლი საქართველოსთან პარტნიორობით ახორციელებს პროექტს ,,ეფექტური მინდობით აღზრდის მომსახურება ქვემო ქართლის რეგიონში’’ რომლის მიზანია, მინდობითი აღზრდის მომსახურების გაძლიერება ქვემო ქართლის რეგიონის სამ რაიონში: რუსთავში, გარდაბანსა და მარნეულში, რაც გულისხმობს, ახალი მინდობით აღმზრდელების მოძიებას, არსებული მიმღები მშობლებისა და ბიოლოგიური ოჯახების გაძლიერებას.

მინდობით აღზრდა დღესდღეობით ბავშვზე მზრუნველობის ერთ-ერთი  ალტერნატიული მზრუნველობის მომსახურებაა რომლის  მნიშვნელობა და მისი განვითარების ხელშეწყობა ასევე აღიარებულია საქართველოს მთავრობის მიერ.

პროექტი ხელს შეუწყობს მედიის საშუალებით მინდობით აღზრდის მომსახურების, ასევე  სოციალური მუშაობის პროფესიის შესახებ სწორი და ნათელი ინფორმაციის  ხელმისაწვდომობას. პროექტის შედეგად აღნიშნულ რაიონებში 25 % ით უნდა გაიზარდოს მინდობით აღმზრდელთა რაოდენობრივი მაჩვენებელი.

პროექტის ფარგლებში ახალი მინდობით აღმზრდელების მოძიების მიზნით ინტენსიურად მიმდინარეობს  პირისპირ და ჯგუფური საინფორმაციო შეხვედრები პოტენციურ მინდობით აღმზრდელებთან მედიის წარმომადგენლებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან და ფართო საზოგადოებასთან( იხ. ბმული http://rustavi.gov.ge/news/569 )

,,გახდი ჩვენი პარტნიორი ბავშვზე ზრუნვის პროცესში’’ ეს ის  ძირითადი გზავნილია რომლითაც პროექტი ცდილობს მზრუნველობამოკლებული ბავშვების ზრუნვის პროცესში ისეთი მინდობით აღმზრდელების ჩართვას, რომლებსაც სწორად ესმით ბავშვის საჭიროებები და  ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების დაცვა შეუძლიათ, რომელთაც აქვთ სურვილი, დრო და ენერგია ოჯახური ზრუნვა გაუზიარონ მათ ვინც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

პროექტის ფარგლებში ასევე ფუნქციონირებს საკონსულტაციო/სამუშაო ჯგუფი რომელიც   არასამთავრობო და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენელთა გაერთიანებას წარმოადგენს  პროფესიული ექსპერტიზისა და ინტერესების შესაბამისად.

კომენტარები გამორთულია