თბილისში დაკარგულ 14 წლის ტყუპებს ეძებენ

0
1374

14 წლის ტყუპებს: ლუკა და ნიკა ცანავებს ოჯახი და პოლიცია ეძებს. ისინი სახლიდან (ავლაბარში) გუშინწინ გავიდნენ და მას შემდეგ არ გამოჩენილან.

“გუშინწინ 12:00 – 13:00 საათზე გავიდნენ სახლიდან სტადიონზე და იმის შემდეგ არ ჩანან. გუშინ დილას მეეზოვეს უთქვამს, რომ ალექსანდროვის ბაღში იჯდა ორი მსგავსი აღწერილობისა და ჩაცმულობის ბავშვი და შემდეგ არაფერი… პოლიცია ეძებს”, – განაცხადა დაკარგულების ოჯახის წევრმა.

ბავშვებს ტელეფონები არ ჰქონდათ. “რამდენჯერმე უყიდეს კარგავდნენ და ბოლოს არ ჰქონდათ”.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები.

 

კომენტარები გამორთულია