ლეონიძის ქუჩაზე 28 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს საჭესთან მჯდომი მძღოლის ვინაობა დადგენილია

0
565

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე 28 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს საჭესთან მჯდომი მძღოლის ვინაობა დადგენილია.
ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება მიმდინარეობს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და ექსპერტიზების პასუხის შემდგომ სამართალდამცველები ადეკვატურ ღონისძიებებს გაატარებენ.
შეგახსენებთ, 28 ივნისს, ლეონიძის ქუჩაზე, გზაზე ქვეითად მიმავალ 53 წლის ქალს და 13 წლის გოგონას ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებული 53 წლის ქალი კლინიკა ,,რუსთავში“ იქნა მოთავსებული, თუმცა ექიმების თქმით, მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრამვები ჰქონდა და იმავე ღამეს გარდაიცვალა. 13 წლის გოგონა კი მკურნალობის კურსს რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა, მიღებული ტრამვების გამო, ის რამდენიმე დღე რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველების თქმით, დედა-შვილს, შავი ფერის ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა და მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY