სეისმოლოგიური ცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელება

0
1746

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“ბოლო დროს გახშირდა მოქალაქეების განცხადებები, რომლებიც მოგვმართავენ ამა თუ იმ მიწისძვრის შესახებ გავცეთ ცნობა სადაზღვევო კომპანიებში წარსადგენად. დაზიანდა თუ არა მიწისძვრის გამო შენობა. ფაქტის დასადასტურებლად არავითარი ექსპერტული დასკვნა არ აქვთ. სადაზღვევო აგენტები მხოლოდ ჩვენი ინსტიტუტის ცნობის საფუძველზე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მიწისძვრის ხდომილებას ადასტურებს, ვეჭვობთ გასცემენ სანქციას, ზარალის ანაზღაურების თაობაზე.

ვფიქრობთ, სადაზღვევო კომპანიებმა უნდა გაამახვილონ ამ ფაქტზე ყურადღება. ინფორმაცია მიწისძვრის ხდომილების შესახებ არის საჯარო და ის ჩვენს ვებგვერდზეა (http://ies.iliauni.edu.ge/) განთავსებული. ამიტომ ჩვენ ვეცდებით აღარ გავცეთ ცნობა, ვინაიდან შესაძლოა აღნიშნულ ინფორმაციას არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ.”- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები გამორთულია