ქვემო ქართლის 6 მუნიციპალიტეტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრები აშენდება

0
339

ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში სასწრაფო დახმარების ცენტრები აშენდება, ბოლნისში, წალკაში, მარნეულში, დმანისში, თეთრიწყაროში, გარდაბანსა და მარნეულში – ამის შესახებ სამხარეო ადმინისტრაციაში საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების ასაშენებლად მუნიციპალიტეტები საჭირო თანხებს მთავრობისგან მიიღებენ.

“როგორც ხედავთ საკონსულტაციო საბჭო ყოველკვირეულად იმართება, რაც იმის მაუწყებელია, რომ დამატებითი რესურსები იყოფა სამინისტროებიდან, რეგიონალური ფონდებიდან. დღეს განვიხილეთ მუნიციპალიტეტბში სასწრაფოების მშენებლობის საკითხი, მოწონებული იქნა და უახლოეს პერიოდში დაიწყება მშენებლობა.” – განაცხადა ქვემო ქართლის რწმუნებულ გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ.

კომენტარები გამორთულია