ფერმაში ნაპოვნი გარდაცვლილი ჩვილის მამის პირველი კომენტარი

0
1645

დედოფლისწყაროს სოფელ გამარჯვებასთან, ფერმაში ნაპოვნი გარდაცვლილი ჩვილის მამა მის სიკვდილში დედის ბრალეულობას გამორიცხავს.

დედის დაკითხვა დასრულდა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ის დედოფლისწყაროს საავადმყოფოში მკურნალობას გადის. ერთ-ერთი ვერსიით, ფეხმძიმე ქალი ფერმაში მარტო იმყოფებოდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის ადგილზე მისვლამდე იმშობიარა. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბავშვი შესაძლოა, მკვდრადშობილი დაიბადა. 

„ჩემს მეუღლეს ჯანმრთელობასთან დაკავშრებული პრობლემები ჰქონდა და შესაძლოა, ამ ტრაგედიის ერთ-ერთი მიზეზი ეს გახდა. ხალხში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ დედამ ახალშობილი მოკლას, ეს სიცრუეა“ – განუცხადა საზოგადოებრივს ჩვილის მამამ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ.

წყარო:1tv

კომენტარები გამორთულია