ბოლნისში  საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

0
180

ბოლნისის მუნიციპალიტეტში დღეს გახსნა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრი ,,იმედი”.  

2017 წლის 20 მარტს მუნიციპალიტეტმა ასოციაცია ,,მრავალეროვანი საქართველოს ქალებთან” გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტ „არა, ოჯახში ძალადობას!“ ფარგლებში სხვადასხვა აქტივობების მხარდაჭერას გულისხმობს.

ქალაქ ბოლნისის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრში „იმედი“ განთავსდებიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი, ასევე ცენტრი შესთავაზებს ყველა მსურველს, იურისტის, ფსიქოლოგის, ექიმისა და სოციალური მუშაკის უფასო კონსულტაციებს. 

ცენტრში გათვალისწინებულია საგანმანათლებლო პროგრამებიც.

 საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრში ამ ეტაპზე 10 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის ორ თანამშრომელს სახელფასო სარგოს მუნიციპალიტეტი გადაუხდის.

ცენტრი  მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ვალენტინა ნავერიანმა და ასოციაცია „მრავალეროვანი საქართველოს ქალები“-ს პრეზიდენტმა  ალლა ბეჟენცევამ გახსნეს.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY