“დეზერტირების ბაზრის” ტერიტორიაზე არსებულ საწყობებში ხანძარია

0
443

“დეზერტირების ბაზრის” ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, იწვის ბაზრის ტერიტორიაზე არსებული საწყობები.

მათი განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.

„ადგილზე გასულია 8 ცისტერნა და 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“, – განაცხადეს უწყებაში.

წყარო: ipn

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY