კომპანია “არემჯიმ” გარემოსდაცვითი პროგრამის პრეზენტაცია გამართა

0
96

კომპანია “არემჯიმ” გარემოსდაცვითი პროგრამის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე და სამინისტროს წარმომადგენლები, ქვემო ქართლის გუბერნატორი, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობა, საქართველოს ეკონომიკისა დ მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვით თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომპანია “არემჯიმ”  2016 წლიდან გარემოსდაცვით პროგრამაზე დაიწყო მუშაობა. გამოცხადდა ტენდერი და შერჩეულ იქნა საერთაშორისო კომპანია „Golder Associates”, რომლის ექსპერტთა ჯგუფმა საფუძვლიანად შეისწავლა, როგორც კომპანიის დოკუმენტაცია, ასევე ადგილზე გაეცნო კომპანიის საწარმოო ობიექტებზე არსებულ მდგომარეობას. 


როგორც RMG-ში აცხადებენ, „Golder Associates”-ის მიერ გაწეული სამუშაოს შედეგად შემუშავდა კონკრეტული გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის განხორციელება კომპანია RMG-ს პრიორიტეტია.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY