ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაზე ისაუბრეს

0
262

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაზე ისაუბრეს. შეხვედრას, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა, ბოლნისის, წალკისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების გამგებლები და ამავე მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, დოკუმენტი, რომელიც მუნიციპალიტეტებში უნდა მომზადდეს საპილოტე იქნება და წელს მხოლოდ რამდენიმე მუნიციპალიტეტში განხორციელდება. პროექტის ფარგლებში მომზადდება ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების დოკუმენტი, რომელიც 2020 წლამდე განსახორციელებელ სამოქმედო გეგმას მოიცავს.

შეხვედრას გუბერნატორის მოადგილემ ზაურ დარგალმა უმასპინძლა.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY