გაზის ტარიფი გაიზარდა

0
1082

მიმდინარე წლის 18 ივლისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის თაობაზე იმსჯელა.

ტარიფების გაანგარიშების პროექტები საჯარო სხდომაზე სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტმა წარმოადგინა.

კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“ მომხმარებლებისათვის სამომხმარებლო ზღვრული ტარიფი განისაზღვრა 46.153 თეთრი/მ3-ით; მიწოდების ზღვრული ტარიფი – 26.750 თეთრი/მ3-ით; ტრანსპორტირების ტარიფი შეადგენს – 1.884 თეთრი/მ3-ს; განაწილების საქმიანობის ტარიფი – 39.113 თეთრი/მ3-ს; ტარიფები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით.

შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მომხმარებლებისათვის სამომხმარებლო ზღვრული ტარიფია – 48.314 თეთრი/მ3 (დღგ-ს გარეშე). მიწოდების ზღვრული ტარიფი – 26.750 თეთრი/მ3; ტრანსპორტირების ტარიფი შეადგენს – 1.884 თეთრი/მ3-ს; განაწილების საქმიანობის ტარიფი – 19.620 თეთრი/მ3-ს; ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე. ხოლო სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 57.011 თეთრი/მ3-ს.

სს „საქორგგაზის“ მომხმარებლებისათვის სამომხმარებლო ზღვრული ტარიფი განისაზღვრა – 48.314 თეთრი/მ3-ით. მიწოდების ზღვრული ტარიფი – 26.750 თეთრი/მ3; ტრანსპორტირების ტარიფი შეადგენს 1.884 თეთრი/მ3-ს; ხოლო განაწილების საქმიანობის ტარიფი – 19.680 თეთრი/მ3-ს. ტარიფები მოცემულია დღგს გარეშე. ხოლო დღგ-ს ჩათვლით სამომხმარებლო ტარიფი განისაზღვრა – 57.001 თეთრი/მ3-ით.

ტარიფის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 20 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

კომენტარები გამორთულია